კალენდარი

სასწავლო სტიპენდიები თეოლოგიაში 2017

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 აპრილი

თეოლოგიის სფეროში სასწავლო სტიპენდიების პროგრამა განკუთვნილია საფრანგეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული თეოლოგიური სწავლებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, უპირატესად კი რელიგიური პირებისათვის. პროგრამა ეხება ნებისმიერი რეგლიგიური კონფესიის წარმომადგენელს გამონაკლისის გარეშე.

სწავლების საფეხური: ფინანსდება თეოლოგიის პროგრამები მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე; ასევე, საბაკალავრო საფეხურზე იმ ქვეყნების წარმომადგენელთათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი პროგრამებისათვის აუცილებელი სასწავლო ინფრასტრუქტურა.

სტიპენდიის მინიჭების პირობები:
სტიპენდიას ანიჭებს კომისია სრული სასწავლო ციკლის განსახორციელებლად. სტიპენდია ფარავს მაქსიმუმ 4 წელიწადს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციასა და რეგისტრაციის ფორმულარს გაეცანით მითითებულ ბმულზე:
http://www.diplomatie.gouv.fr/fr/venir-en-france/etudier-en-france/financer-le-projet-bourses/

შევსებული დოსიე თანდართული საბუთებითურთ სამ ეგზეპლარად უნდა ჩაბარდეს არაუგვიანეს 2017 წლის 21 აპრილისა, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (დავით აღმაშენებლის გამზირი 75, 0102 თბილისი, ორშაბათიდან პარასკევამდე 10სთ-დან 19სთ-მდე).