კალენდარი

საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატი

დახურულ კარს მიღმა, უფრო სწორად, დახურულ ონლაინ კარს მიღმა, თითქმის ერთსაათიანი განხილვის შემდეგ,
ჟიურის წევრებმა გონკურის პრემიის გამარჯვებული - საქართველოს რჩეული გამოავლინეს.


ხუთი სტუდენტი წარმოადგენდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას.

გამოიკვეთა, რომ ჟიურის თავისი არჩევანი შემდეგ ორ რომანს შორის უნდა გაეკეთებინა  : Tous les hommes n’habitent pas le monde de la même façon de Jean-Paul Dubois (le roman récompensé par l’Académie Goncourt) et le roman La part du fils  de Jean-Luc Coatalem.
 
ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებით (3 ხმა 2-ის  წინააღმდეგ) საქართველოს გონკურის პრემიის გამარჯვებული გახდა : Jean-Luc Coatalem - La part du fils.
 
არჩევანი  იმ რომანის სასარგებლოდ გაკეთდა, რომელიც ისეთ მარადიულ საკითხებს ეხება, როგორიცაა იდენტობა, ოჯახური ურთიერთობები და  ღირებულბები, ომის ენითაუწერელ საშინელებები, რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას ანგრევს; ეს ყოველივე  დიდი ოსტატობით,  გამორჩეული სტილით და პოეტურობითაა გადმოცემული;  ამ ნაწარმოებით ჟან-ლუკ კოატალემმა  შესანიშნავი კლასიკური პროზა შექმნა, რომელმაც პრობლემების ხედვის  ტრადიციული და იმავდროულად ძალიან თანამედროვე მანერა დაგვანახა; ხოლო მისმა ვირტუოზულმა და შემოქმედებითი მიგნებებით მდიდარმა  ხელწერამ  სწორედ ფრანგული ლიტერატურის ტრადიცია და ელფერი მოგვაგონა.

რომანი ჩვენი სულის ყველაზე სათუთ სიმებს ეხება, ეს არის პროზის პოეზია, ან თუ გნებავთ, პოეზია პროზაში გადმოცემული:  პეიზაჟები, რომლებიც ერთგვარად პარსონაჟების სულიერ მდგომარეობასაც გადმოგვცემს;  შთამბეჭდავი პორტრეტები;  თხრობის თითქმის კინემატოგრაფიული ლოგიკა, ფრამგმენტების საუკეთესო განლაგება, სწორხაზოვანი და არასწორხაზოვანი თხრობის მანერის სინთეზი; ყოველი თავის ბოლოს ერთ სიტყვაში მოქცეული მთელი დასკვნა.

ამ ყველაფერმა ტექსტის გასაოცარი ჰარმონია შექმნა; ჰარმონია, რომელიც ტექსტსა და მკითხველს, ავტორსა და მკითხველს შორის მყარდება.

ყველას,  ვისაც ჯერ არ გქონიათ საშუალება, მიგეღოთ ეს ესთეტიური სიამოვნება, გირჩევთ, ნუ დააყოვნებთ და წაიკითხოთ ჟან-ლიუკ კოატალემის მშვენიერი რომანი, სადაც ამოიკითხავთ თემების და პრობლემების გასაოცარ სინთეზს, მეტაფიზიკურ რეფლექსიებს, რომელიც დაგავფიქრებს ჩვენს საკუთარ „წილზე“, რომელიც ამ ცხოვრებაში გვაქვს მიჩენილი, გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენს მშობლებზე, მათ მშობლებზე, იმათზე, ვისგანაც მივიღეთ ის, რაც ჩვენს საკუთარ თავს შეგვაცნობინებს.


უყურეთ საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატის გამოცხადებას ბმულზე :
http://bit.do/fGvjS