კალენდარი

საქართველოს გონკურის არჩევანი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიწვევთ

საქართველოს გონკურის არჩევანის
ლაურეატის გამოცხადებაზე

ხუთშაბათს 27 მაისს 16 სთ

ცერემონია გაიმართება ფრანგულ ენაზე პროგრამა ზუმით.

https://us02web.zoom.us/j/85988938553?pwd=KzFIRGJLbTZDSEY0SzRuTFQ1VzhxZz09

 

საქართველოს გონკურის არჩევანის ორგანიზატორია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთის საელჩო სქართველოში და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტო.

საქართველოში ღონისძიება იმართება მეორედ და მონაწილეობას იღებს რვა დაწესებულება:

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
კავკასიის ფრანგული სკოლა,
თბილისის ილია ჭავავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლა.

 

საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატი გამოვლინდება გონკურის აკადემიის მიერ მესამე სელექციით შერჩეული წიგნებიდან. თითოეული დაწესებულება იძენს ამ სელექციის ოთხივე რომანს და უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციების ჟიურის წევრებისთვის წიგნების მიწოდებას, რათა ყველამ შეძლოს წიგნის წაკითხვა. ყველა დაწესებულების ჟიურის წარმომადგენლები ირჩევენ თავიანთ კანდიდატს. შემდეგ, იკრიბება მთავარი ჟიური, სადაც თითოეული დაწესებულება აგზავნის თავის წარმომადგენელს, რომელიც დაიცავს თავისი დაწესებულების მიერ შერჩეულ კანდიდატს.

მთავარი ჟიური შედგება ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენლისგან. ჟიურის თავმჯდომარეა ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილი, აკადემიურის პალმის რტოს ორდენის კომანდორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალაქ მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტების მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ზეპირი განხილვის შემდეგ, მთავარი ჟიური კენჭისყრით ირჩევს ლაურეატს.

 

საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატი ავტორი მოწვეული იქნება საქართველოში პრემიის გადაცემის ცერემონიალზე. საქართველოს გონკურის არჩევანის პრიზი დამზადებულია ქართველი ხელოვანის, გიგა იაკობაშვილის მიერ.