კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხატვის კონკურსი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხატვის კონკურსი

 

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აგვისტოს თვის განმავლობაში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი იწვევს ბავშვებს ხატვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის თემატიკაა  « დახატე შენი არდადეგები ».

გამოიყენეთ ფანქრები, ფუნჯები, მარკერები და წარმოსახვა თქვენი არდადეგების ილუსტრირებისთვის.

ხატვის ტექნიკა და სტილი თავისუფალია,ასევე გამოყენებული მასალაც : შავი ფანქარი, კალამი, მელანი, მარკერები, ფერადი ფანქრები, აკვარელი, ნახშირი, პასტელი და ციფრული ხელსაწყოები. ნახატები ასევე შეიძლება იყოს კომიქსის ან მანგას სტილში შესრულებული.

ნახატი შეიძლება იყოს ქაღალდზე ან ციფრულ ფორმატში ან ორივე ტიპის კომბინაცია. გთხოვთ, შესრულებული ნახატები გამოაგზავნოთ ან  ადგილზე მოიტანოთ   საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში 2022 წლის 25 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე:

ჩახრუხაძის I შესახვევი 4, თბილისი 0105 0322 92 28 55 / 032293 44 58

ან ელ. ფოსტი საშუალებით

info@institutfrancais.ge

 

არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი და, ასევე, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი, რომელზეც დაკავშირება შეგვეძლება.

1 სექტემბრიდან კონკურსში გამარჯვვებულების  ნახატები გამოიფინება  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდულ ოთახში.  

შეირჩევა ორი ნახატი და დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით: 

I პრიზის მფლობელი : უფასო სესია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ახალგაზრდულ სახელოსნოში. 
II პრიზის მფლობელი : სიმბოლური საჩუქრები 


თითოეულ ბავშვს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნახატი / მონაწილეობის მაქსიმალური ასაკი: 12 წელი