კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

ძვირფასო მკითხველებო,

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 13სთ-დან 16სთ-მდე, მკითხველებს შეუძლიათ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში შესვლა დოკუმენტების დაბრუნებისა და გატანისთვის. მკითხველები დაიშვებიან მიმღების მაგიდამდე. გთხოვთ, ამ მომსახურებით სარგებლობისას დაიცვათ შემდეგი წესები:

  • დოკუმენტების გატანისთვის, გთხოვთ, ისინი დაჯავშნოთ წინასწარ ონლაინ კატალოგის მეშვეობით, ყველაზე გვიან 1 სთ-ით ადრე მედიათეკის მკითხველებისთვის გაღების საათამდე.
  • გამოცხადდეთ მედიათეკაში ნიღბით.
  • მედიათეკაში შესვლისთვის დაელოდოთ თქვენს რიგს. გთხოვთ თვითნებურად არ გააღოთ მედიათეკის კარი, მედიათეკარი თვითონ გააღებს მას.
  • მედიათეკაში შესვლისას გაიკეთოთ ხელების დეზინფექცია, მედიათეკის მიერ შემოთავაზებული სადეზინფექციო სითხით.
  • მედიათეკაში შეხვიდეთ პლასტმასის ფარამდე.


ონლაინ კატალოგს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
https://if-georgie.centredoc.fr/index.php…

გაითვალისწინეთ, რომ მედიათეკიდან დოკუმენტების გატანისთვის თქვენი მკითხველის ბარათი უნდა იყოს აქტიური.

მედიათეკაში ჩაწერა და მკითხველის ბარათის განახლება ხდება ონლაინ. ამისათვის მსურველებს გთხოვთ, მოითხოვოთ ჩაწერის ფორმულარი შემდეგ მისამართზე - mediatheque@institutfrancais.ge. ამავე მისამართზე გამოგვიგზავნოთ ტარიფის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, თქვენი ფოტო და შევსებული ფორმულარი. ჩაწერის შემდეგ მიიღებთ მედიათეკის კატალოგთან და კულტურთეკასთან დასაკავშირებელ კოდებს. გახსნის მომდევნო დღეს შეძლებთ მობრძანდეთ მედიათეკაში, ზემოთ აღწერილი რეგლამენტის შესაბამისად, და მიიღოთ მკითხველის ბარათი.

მედიათეკაში ჩაწერის საფასურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://institutfrancais.ge/ka/page/chawera-mediatekashi-/