კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა ანახლებს ნაწილობრივ მუშაობას

ძვირფასო მკითხველებო,

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა ანახლებს ნაწილობრივ მუშაობას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის რეგლამენტის შესაბამისად. 2020 წლის 15 სექტემბრიდან, მედიათეკა მუშაობს კვირაში ორჯერ: ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 13სთ-დან 16სთ-მდე შეგეძლებათ დოკუმენტების დაბრუნება და გატანა. გთხოვთ, ამ მომსახურებით სარგებლობისას დაიცვათ შემდეგი წესები:

  • დოკუმენტების დაბრუნებისთვის გთხოვთ, გამოცხადდეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ, ნიღბით, სამშაბათს 13სთ-დან 16სთ-მდე და ტელეფონით დარეკოთ მედიათეკაში (2923304). მედიათეკარი გამოვა, რათა ჩაიბაროს დოკუმენტები.
    დოკუმენტების გატანისთვის გთხოვთ, ისინი დაჯავშნოთ წინასწარ ონლაინ კატალოგის მეშვეობით, შემდეგ გამოცხადდეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ, ნიღბით, სამშაბათს 13სთ-დან 16სთ-მდე და ტელეფონით დარეკოთ მედიათეკაში. მედიათეკარი გამოვა, რათა გადმოგცეთ თქვენ მიერ დაჯავშნილი დოკუმენტები
  • დოკუმენტების გატანისთვის გთხოვთ, ისინი დაჯავშნოთ წინასწარ ონლაინ კატალოგის მეშვეობით, შემდეგ გამოცხადდეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის წინ, ნიღბით, სამშაბათს 13სთ-დან 16სთ-მდე და ტელეფონით დარეკოთ მედიათეკაში. მედიათეკარი გამოვა, რათა გადმოგცეთ თქვენ მიერ დაჯავშნილი დოკუმენტები.


ონლაინ კატალოგს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
https://if-georgie.centredoc.fr/index.php…

გაითვალისწინეთ, რომ მედიათეკიდან დოკუმენტების გატანისთვის თქვენი მკითხველის ბარათი უნდა იყოს აქტიური.

მედიათეკაში ჩაწერა და მკითხველის ბარათის განახლება ხდება ონლაინ. ამისათვის მსურველებს გთხოვთ, მოითხოვოთ ჩაწერის ფორმულარი შემდეგ მისამართზე - mediatheque@institutfrancais.ge. ამავე მისამართზე გამოგვიგზავნოთ ტარიფის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, თქვენი ფოტო და შევსებული ფორმულარი. ჩაწერის შემდეგ მიიღებთ მედიათეკის კატალოგთან და კულტურთეკასთან დასაკავშირებელ კოდებს. გახსნის მომდევნო დღეს შეძლებთ მობრძანდეთ მედიათეკაში, ზემოთ აღწერილი რეგლამენტის შესაბამისად, და მიიღოთ მკითხველის ბარათი.

მედიათეკაში ჩაწერის საფასურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://institutfrancais.ge/ka/page/chawera-mediatekashi-/