კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

ძვირფასო მკითხველებო,

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მოხარულია გაცნობოთ, რომ კვლავ ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.

მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ, 1 ივნისიდან ისევ შეძლებთ გაეცნოთ ჩვენს ფონდს და ადგილზე შეარჩიოთ რომანები, DVD ფორმატის ფილმები, ხელოვნების, მეცნიერების, ლინგვისტიკის და მრავალი სხვა თემატიკის წიგნი.

სიამოვნებით გელოდებით ყველას, რომ მოსაზრებები გავცვალოთ, ერთმანეთს გავუზიაროთ და კვლავ დავაბრუნოთ მედიათეკაში ის თბილი და ცოცხალი ატმოსფერო, რომელიც მხოლოდ თქვენთან ერთად მიიღწევა.

მედიათეკის გახსნის მიუხედავად, კვლავ შენარჩუნებული იქნება ’’მოძრავი მედიათეკის’’ სისტემა, რამაც საშუალება მოგვცა სანიტარული კრიზისის დროსაც შეგვძლებოდა ფრანგული კულტურის გავრცელება. მათ, ვისაც არ შეუძილიათ ადგილზე მოსვლა და წიგნების შერჩევა, შეუძლიათ დაჯავშნონ და წინასწარ შერჩეულ წიგნებს მედიათეკარი გადასცემს.

მედიათეკა მკითხველისთვის ღიაა სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 13სთ-დან 18სთ30წთ-მდე და შაბათს 11სთ-დან 17სთ30წთ-მდე. მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 7, 0105 თბილისი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა.

ჩვენი მდიდარი ფონდით ადგილზე სარგებლობით შესაძლებლობის გარდა, გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს ეტაპობრივად განვაახლოთ მედიათეკის ყველა აქტივობა, რაშიც სულ მალე თავადაც დარწმუნდებით.

პატივი ვცეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ვიზრუნოთ, რომ მედიათეკა არ დაიკეტოს; გთხოვთ, დავიცვათ სანიტარული ნორმები:

- მედიათეკაში შესვლისას დაიმუშავეთ ხელები მედიათეკის მიერ შემოთავაზებული სადეზინფექციო ხსნარით,
- დაიცავით დისტანცია სხვა მკითხველებთან და მედიათეკის პერსონალთან,
- თუ თავს კარგად არ გრძნობთ, თავი შეიკავეთ მედიათეკაში მისვლისგან.

გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გატანისთვის, თქვენი მკითხველის ბარათი უნდა იყოს აქტიური.

მედიათეკაში ჩაწერა და მკითხველის ბარათის განახლება ხდება ონლაინ. ამისათვის მსურველებს გთხოვთ, მოითხოვოთ ჩაწერის ფორმულარი შემდეგ მისამართზე - mediatheque@institutfrancais.ge.  ამავე მისამართზე გამოგვიგზავნოთ ტარიფის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, თქვენი ფოტო და შევსებული ფორმულარი. ჩაწერის შემდეგ მიიღებთ მედიათეკის კატალოგთან და კულტურთეკასთან დასაკავშირებელ კოდებს. გახსნის მომდევნო დღეს შეძლებთ მობრძანდეთ მედიათეკაში, ზემოთ აღწერილი რეგლამენტის შესაბამისად, და მიიღოთ მკითხველის ბარათი.

მედიათეკაში ჩაწერის საფასურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://institutfrancais.ge/ka/page/chawera-mediatekashi-/
მედიათეკის ონლაინ კატალოგს, სადაც შეგიძლიათ სრულად მოიძიოთ ინფორმაცია ფონდის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://if-georgie.centredoc.fr/index.php