კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი


საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი დაკეტილი იქნება 2020 წლის 21 აპრილამდე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ამასთანავე, შეგახსენებთ ციფრული ბიბლიოთეკა - ''კულტურთეკა'' მუდმივად თქვენს განკარგულებაშია : http://www.culturetheque.com/EXPLOITATION/GEO/

''კულტურთეკა'' - ეს არის ციფრული მედიათეკა 70000 დოკუმენტით, რომელიც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის მკითხველებს საშუალებას აძლევს სმარტფონებზე, პლანშეტებსა და კომპიუტერებზე რამდენიმე დაწკაპუნებით გაეცნონ ფრანგულ პრესას, ჩამოტვირთონ ელექტრონული წიგნები, მოუსმინონ კონცერტებს, ნახონ ნახატი ფილმები და გაიუმჯობესონ ფრანგული ენის ცოდნა.

ნებისმიერი ინფორმაციისთვის კურსებთან დაკავშირებით დაუკავშირდით კურსების დირექციას, ასევე არ ჩამორჩეთ სიახლეებს და ხშირად ეწვიეთ ჩვენს ვებ და ფეისბუქ გვერდებს.

 იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.
გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის გუნდი.