კალენდარი

საფრანგეთში მიღებული უმაღლესი განათლება: თქვენი პასპორტი დასაქმების ბაზარზე
2500 რეკრუტორი დასაქმების წამყვანი სექტორებიდან, საფრანგეთს მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილს ანიჭებს სტუდენტთა შორის დასაქმების პერსპექტივის ინდიკატორით დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასთან ერთდ.
„Think tank“ ორგანიზაცია Quacquarelli Symonds, 25 ნოემბრის ბოლო რეიტინგში ავლენს, რომ ფრანგული უმაღლესი დაწესებულება, პოლიტექნიკური სკოლა, მსოფლიო ათეულში შედის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით. 16 დაწესებულებით 600 საუკეთესოში საფრანგეთის უნივერსიტეტები მოწინავე ადგილს იკავებენ ახალგაზრდების შრომით ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ორგანიზაციები, როგორიცაა Shanghaï, Times Higer Education რეიტინგების შედგენისას აქცენტს ძირითადად უნივერსიტეტების კვლევით პოტენციალზე აკეთებენ და ყურადღების მიღმა ტოვებენ ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთაც მჭიდრო კავშირები აქვთ ბაზრებთან და ინდუსტრიის სფეროსთან.
თუმცა, საფრანგეთის უნივერსიტეტები კვლევების მიმართულებითაც ბრწყინვალე შედეგებს გვაჩვენებენ. სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS), მსოფლიოს საუკეთესო კვლევით ორგანიზაციად დასახელდა (Nature index 2015). 2014-2016 წლებში ტულუზისა და სტრასბურგის უნივერსიტეტის არაერთ კურსდამთავრებულს შვედეთის ბანკის მიერ დაწესებული ალფრედ ნობელის მემერიალური ჯილდო გადაეცა ეკონომიკის დარგში და ნობელის პრემია ქიმიის დარგში.
თუ ხართ საფრანგეთში სწავლით დაინტერესებული, გაეცანით საფრანგეთის უმაღლესი განათლების უპირატესობების შესახებ დამატებით არგუმენტებს:
http://www.campusfrance.org/fr/ressource/10-bonnes-raisons-d%E2%80%99%C3%A9tudier-en-france-0
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა ლოლუას: ana.lolua@institutfrancais.ge