კალენდარი

საფრანგეთში ბაკალავრის პირველ კურსზე ჩარიცხვა

               ,,თეთრი დოსიე"- ს პროცედურა

ბაკალავრიატის (ლისანსი) პირველ კურსზე საფრანგეთის უნივერსიტეტში დასარეგისტრირებლად წინასწარი ჩაწერის პროცედურის (DAP) გავლა სავალდებულოა ყველა იმ აპლიკანტისათვის, რომელიც ფლობს საფრანგეთის გარდა სხვა ქვეყნის მეორადი განათლების დიპლომს.

თქვენ შეგიძლიათ, აპლიკაციის, სახელწოდებით "თეთრი დოსიე" 2020-2021 ონლაინ ჩამოტვირთვა 

                                                                                                                        


იხილეთ ვიდეო გზამკვლევი თეთრი დოსიეს შესავსებად და განმარტებითი ბარათი


  

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი თქვენ გთავაზობთ დამატებით უფასო ინდივიდუალურ შეხვედრებს, რათა ინფორმაცია მოგაწოდოთ დოსიეს ყველა ტექნიკური დეტალის შესახებ და უპასუხოს თქვენს შეკითხვებს.

ჩაეწერეთ უფასო შეხვედრაზე ჩვენს ექსპერტ ნათია მსხალაძესთან! 
ტელეფონით:2 92 28 55,


ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს

15 საათის შემდეგ
ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში
კონტაქტი:natia.mskhaladze@institutfrancais.ge

 

თუ თქვენ განაცხადის გაკეთების მომენტში იმყოფებით საფრანგეთში, სააპლიკაციო ფორმის (თეთრი დოსიე) გამოტანა შეგიძლიათ თქვენს მიერ შერჩეული პირველი უნივერსიტეტიდან.
თუკი მოთხოვნას გააკეთებთ საფოსტო გზავნილით, მოთხოვნა ფრანგულ ენაზე უნდა იყოს შედგენილი.

როგორ ვაკეთებთ განაცხადს?

•    თქვენ უნდა წარმოადგინოთ ყველა ის საბუთი, რომელიც დოსიეს ამხსნელობით ბარათში არის ჩამონათვალის სახით მოცემული.
•    წარმოდგენილ ყველა საბუთს უნდა ახლდეს ფრანგულ ენაზე ოფიციალური თარგმანი.
•    საბუთების ჩამონათვალი განსხვავებულია იმის მიხედვით, ხართ სკოლის მოსწავლე, თუ უკვე ირიცხებით უნივერსიტეტში.
•    თქვენ შეგიძლიათ, შეარჩიოთ სამი უნივერსიტეტი და დაალაგოთ ისინი სააპლიკაციო ფორმაში პრიორიტეტების მიხედვით. გაქვთ საშუალება, აირჩიოთ, მხოლოდ ერთი ფაკულტეტი.

როდის ვაკეთებთ განაცხადს?

შევსებული თეთრი დოსიე უნდა ჩააბაროთ ფრანგულ ინსტიტუტში 2020  წლის 17 იანვრამდე!
ყურადღება! საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საახალწლოდ დაიკეტება 2019 წლის 28 დეკემბრიდან 2020 წლის 8 იანვრამდე.

ფრანგული ენის ცოდნის დონის შეფასება:

წინასწარი ჩაწერის პროცედურის ფარგლეში კანდიდატებს მოეთხოვებათ ფრანგული ენის კომპეტენციის ტესტის (TCF) ჩაბარება.

სატესტო გამოცდას ორგანიზებას უკეთებს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი იანვრის შუა რიცხვებში.
ფრანგული ენის კომპეტენციის ტესტისაგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებიც:
•   არიან საფრანგეთის, ან იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც სახელმწიფო ენა არის ფრანგული
•   არა ფრანგი კანდიდატები, რომელთაც მიიღეს ფრანგულენოვანი განათლება და ეს საგანმანათლებლო პროგრამა მითითებულია განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ შედგენილ სიაში.
•    კანდიდატები, რომლებიც ფლობენ ფრანგული ენის საერთაშორისო სერთიფიკატს (DALF) C1 ან C2 დონეებს
•    კანდიდატები, რომლებიც ფლობენ ფრანგული ენის (DELF) B2 დონის სერთიფიკატს.


                                                                     
 ყვითელი დოსიე

აღნიშნული პროცედურა ეხება კანდიდატებს, რომელთაც საფრანგეთის  არქიტექტურის სახელმწიფო სკოლებში განხრით სურთ სწავლის დაწყება ან გაგრძელება. 

როგორ ვაკეთებთ განაცხადს?

1) კანდიდატმა უნდა ჩამოტვირთოს არქიტექტურის სკოლაში წინასწარი ჩაწერის ფორმულარი (DAP) სახელწოდებით  ყვითელი დოსიე
2) კანდიდატმა უნდა შეავსოს აღნიშნული ფორმულარი. მას აქვს არქიტექტურის ორი სკოლის არჩევის უფლება, რომლებსაც ალაგებს პრიორიტეტების მიხედვით.
3) კანდიდატები უნდა დაეკონტაქტონ ნათია მსხალაძეს, საუნივერსიტეტო თანამშრომლობის თანაშემწეს ელ-ფოსტის  მეშვეობით და ჩააბარონ მას შევსებული ფორმულარი თანდართული საბუთებითურთ.

პროცედურის ვადები

ყვითელი დოსიეები ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის სამსახურს უნდა ჩაბარდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 17 იანვრამდე პერიოდში.
არქიტექტურის სკოლებიდან პასუხი კანდიდატებს მოსდით ფოსტით ივნისის ბოლომდე.

ფრანგული ენის დონის შეფასება

საფრანგეთის უნივერსიტეტის (ბაკალავრის 1-ლი კურსი) ან არქიტექტურის სკოლაში დასარეგისტრირებლად საერთაშორისო სტუდენტებმა (ევროკავშირის ფარგლებს გარეთ) აუცილებლად უნდა გაიარონ მათთვის სასურველ პროგრამაზე წინასწარი ჩაწერის პროცედურა (DAP). აღნიშნული პროცედურის ფარგლებში მათ მოეთხოვებათ ფრანგული ენის საერთშორისო სერთიფიკატის წარმოადგენა (DELF/DALF), ან შესაბამისი გამოცდის გავლა (TCF) რაც შეეხება ბაკალავრის მე-2, მე-3 კურსებს, მაგისტრატურის პირველ, მეორე კურსებს, დოქტორანტურას, ან უმაღლეს სკოლებში ჩაწერას, არ არსებობს ერთიანი წესი და პროცედურა, ყველა სასწავლებელი თავად ადგენს ფრანგული ენის ცოდნის კრიტერიუმებსა და მიღების სხვა პირობებს.

კანდიდატები, რომლებსაც სურთ ბაკალავრის მე-2, მე-3 კურსებზე მობილობა, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელება პირადად უნდა დაუკავშირდნენ სასწავლებელს.