კალენდარი
საფრანგეთის უნივერსიტეტებში ბაკალავრის პირველ კურსზე ჩარიცხვის პროცედურა (2017-2018)
2017-2018 სასწავლო წლისათვის, საფრანგეთის უნივერსიტეტებში ბაკალავრის პირველ კურსზე ჩარიცხვის პროცედურა
დოსიეების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 22 იანვარი.
სტუდენტებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი, ევროპის ეკონომიკურ სივრცეში შემავალი სახელმწიფოდან, შვეიცარიის კონფედერაციიდან, არ ცხოვრობენ საფრანგეთში და სურთ სწავლის გაგრძელება ფრანგულ უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის, იგივე ლისანსის (Licence) პირველ კურსზე, ჩარიცხვის წინასწარი პროცედურა ე.წ. „თეთრი დოსიეს“ პროცედურა უნდა გაიარონ.
ვის არ ეხება აღნიშნული პროცედურა :
• უცხოელ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ფრანგული ბაკალავრი, საერთაშორისო ბაკალავრი, ევროპული ბაკალავრი, ფრანგულ-გერმანული, ფრანგულ-ესპანური ან ფრანგულ-იტალიური ბაკალავრი ან გადიან მათ ასაღებად ;
• სტუდენტებს, რომლებიც «grandes écoles» -ების მოსამზადებელ კლასში საფრანგეთის უნივერსიტეტების “licence” -ის ან “master”-ის პროგრამებზე სწავლობენ ;
• სტუდენტებს, რომლებიც საუნივერსიტეტო ან სხვა სპეციფიურ დაწესებულებაში, მასტერზე ითხოვენ ჩარიცხვას ;
• კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმ დაწესებულებებში ჩაბარება, რომლებიც სტუდენტებს კონკურსის საფუძველზე იღებენ ;
• კანდიდატებს, რომლებიც «Grandes écoles» -ების მოსამზადებელ კლასში ან უმაღლესი ტექნიკოსის სექციაში აპირებენ ჩაწერას ;
• კანდიდატებს, რომლებიც ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რანგის ინსტიტუტში (IUT) აპირებენ ჩაწერას ;
• საფრანგეთის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ან უცხოური მთავრობების სტიპენდიანტებს, რომელთა სტიპენდიებიც ლიცენზირებული ფრანგული ორგანიზაციის მიერ იმართება.

პროცედურა
ფრანგულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ
წინასწარი ჩარიცხვის მოთხოვნის დოსიე (Dossier Blanc)
« Dossier Blanc » თანდართული ინსტრუქციებით თითოეულმა კანდიდატმა უნდა ჩამოტვირთოს ონლიან და აუცილებლად თან იქონიოს ამობეჭდილი სახით კონსულტაციაზე. გთხოვთ, წინასწარ დანიშნოთ შეხვედრა ანა ლოლუასთან ტელეფონით : 2 92 28 55 ან ელ-ფოსტით: ana.lolua@institutfrancais.ge
მოთხოვნისამებრ შედგენილი დოსიე უნდა ჩაბარდეს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში, არაუგვიანეს 2016 წლის 22 იანვრისა.
საფრანგეთის უნივერსიტეტში ჩასარიცხ კანდიდატებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი დოსიეს შემოტანა.
ენის ტესტი
ფრანგულ უნივერსიტეტში ჩაწერის კანდიდატები გაივლიან ფრანგული ენის ცოდნის დონის შემოწმებას. ამ მიზნით, 2017 წლის 31 იანვარს ჩატარდება ენის ტესტი, TCF DAP- ი.
ყურადღება! TCF DAP-ზე ჩაწერა ხდება ცალკე და მას კავშირი არ აქვს წინასწარი ჩაწერის დოსიეს ჩაბარებასთან. TCF DAP- ზე ჩაწერა ხორციელდება 2016 წლის 6 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით.
TCF DAP- ზე ჩაწერის ფასი 300 ლარს შეადგენს.
TCF DAP-ისაგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომლებსაც აქვთ DALF- ი (დონე C1 და C2) და DELF- ი (დონე B2).
TCF DAP-თან დაკავშირებული, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებგვერდზე