კალენდარი

საფრანგეთის 2024 წლის PEN კლუბის პოეზიის თარგმანის პრემია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მოხარულია წარმოგიდგინოთ საფრანგეთის 2024 წლის PEN კლუბის პოეზიის თარგმანის პრემიის ფინალური სელექცია.

ჟიურის მიერ შერჩეულ ხუთ ფინალისტს შორის არის ქართველი პოეტის, პრემია საბას 2014 წლის ლაურეატის, ეკა ქევანიშვილის პოეტური კრებული ’’ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება’’. წიგნი გამოაქვეყნა გამომცემლობამ « Les Carnets du Dessert de Lune », მთარგმნელი - მაია ქაცანაშვილი.

დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 11 დეკემბერს პარიზში გაიმართება.

აღმოაჩინეთ სხვა შერჩეული ნამუშევრები: https://shorturl.at/PFjec