კალენდარი

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებზე მიღება ინჟინერიის მიმართულებით "l'Ecole Centrale de Nantes" - ში დაწყებულია

 

 კანდიდატურების მიღება ნანტის ცენტრალურ საინჟინრო სკოლაში "l'Ecole Centrale de Nantes" დაწყებულია და გრძელდება 2020 წლის 15 მაისამდე შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • ზღვის ტექნოლოგიები
  • მექანიკური ინჟინერია
  • კონტროლი და რობოტები
  • სამოქალაქო ინჟინერია
  • ქალაქი და ურბანული ინჟინერია
  • სამრეწველო ინჟინერია.

უცხოელი სტუდენტები, რომლებიც 2020 წლის 31 მარტამდე გააგზავნიან კანდიდატურას, უფლება აქვთ მოიპოვონ უმაღლესი დაწესებულების  ელიტარული სტიპენდია".


თითოეული სამაგისტრო პროგრამის  ხანგრძლივობა 2 წელია, მათ შორის  სტაჟირება კვლევით ლაბორატორიაში ან კომპანიაში.
პროგრამები სრულიად ინგლისურენოვანია. ინგლისური ენის საერთაშორისო  სერტიფიკატის  (IELTS / TOEFL / ...) წარდგენა აუცილებელია კანდიდატურის გადაგზავნის დროს.

კანდიდატურების მიღება  ხდება შემდეგ მისამართზე: master.admission@ec-nantes.fr

 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:https://www.ec-nantes.fr/