კალენდარი

"ლურჯი მოცვი"

მოხარულები ვართ მოგიწვიოთ ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმის "ლურჯი მოცვი" ჩვენებზე. ფილმის ეროვნული პრემიერა 21 სექტემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება.

საქართველოს, საფრანგეთის, ბელგიისა და კატარის ერთობლივი კოპროდუქცია ერთი ქართული ოჯახის წამოწყებაზე და ოცნებაზე გვიყვება, მოაშენონ მოცვის პლანტაცია იქ, სადაც ისტორიული კონფლიქტი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ფილმი ისეთ სენსიტიურ თემებს ეხება, როგორიცაა იდენტობა, გამძლეობა და კონფლიქტის გავლენა ინდივიდუალურ თუ ერთობლივ იმედებზე.
 
მომავალი ჩვენების თარიღების ჩასანიშნად და ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე : kinoafisha.ge