კალენდარი

„ქარავან არტ ფორუმი“ 2024

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ ქუთაისში 2024 წლის 15 მაისს გაიხსნება და 20 მაისამდე გაგრძელდება.


წლევანდელი ფესტივალი აერთიანებს პროფესიონალებს საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ლატვიადან, ლიეტუვადან და ყაზახეთიდან, ხოლო წლის საპატიო მონაწილე ქვეყანა საქართველოა.


პროგრამაშია: კულტურული მემკვიდრეობის ფრანგი რესტავრატორების კონფერენცია, სემინარები და სამუშაო ვორქშოფები აქტუალურ თემებზე, საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა "ურბანული პეიზაჟები", ასევე არტ პლენერი ახალგაზრდა სტუდენტებისთვის და არაერთი სხვა საინტერესო ღონისძიება.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის გვერდს :


https://www.facebook.com/Caravanartforum