კალენდარი
Skola Coffee & Wine Bar | 2019-07-27 19h
Projection film documentaire Perdu-E-S de Diana Chankotadze
ფილმი ნაჩვენები იქნება ქართული და ფრანგული სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია
ფილმის ფეისბუქის გვერდი : https://www.facebook.com/perduesdocumentaire/
სინოპსისი:
საქართველო მრავალი წლის მანძილზე ემიგრაციის პრობლემის წინაშე დგას. ქვეყანა კარგავს ემიგრაციაში გამოზრდილ თაობებს. ქართველები უამრავ პრობლემას გაურბიან ქვეყნიდან და უკან თითქმის აღარ ბრუნდებიან.
ფილმის რეჟისორი დიანა ჭანკოტაძე დაბადებულია საქართველოში, თავად ემიგრაციაში მცხოვრები სიტყვას აძლევს ფილმის გმირებს ანას, გიორგის და ნინის. ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რატომ დატოვეს ქვეყანა მათ და რას აპირებენ სამომავლოდ.
დოკუმენტური ფილმის რეჟისორმა დიანა ჭანკოტაძემ, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე გადაღო ფილმი დაკარგული. მისი ძირითადი კითხვები ეხებოდა საქართველოს დატოვებასა და საფრანგეთში ინტეგრირების მსვლელობას. რეჟისორთან ერთად ფილმზე მუშაობდნენ ჟურნალისტი ჟულიან ლამპანი, პროდუსერი მარი ვალენტინი, ხმის რეჟისორი ბასტიან ლეფორი, ოპერატორი რენე ლიონი და მონტაჟისტი ჯულიან ფერანდი. ინტერვიუებზე იმუშავეს ელოდი სანტმა და ემა ფერანდმა.