Calendrier

Skola Coffee & Wine Bar | 2019-07-27 19სთ

დიანა ჭანკოტაძის დოკუმენტური ფილმის "დაკარგული" ჩვენება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი Skola coffee & Wine Bar-თან თანამშრომლობით გიწვევთ ჟურნალისტ დიანა ჭანკოტაძის დოკუმენტური ფილმის "დაკარგული" ჩვენებაზე გადამღები ჯგუფის თანდასწრებით 27 ივლისს, 19 საათზე.

ფილმი ნაჩვენები იქნბეა ქართული და ფრანგული სუბტიტრებით.

დასწრება თავისუფალია

ფილმის ფეისბუქის გვერდი : https://www.facebook.com/perduesdocumentaire/

სინოპსისი:

დიანა ჭანკოტაძე ამ დოკუმენტური ფილმის რეჟისორია. მან ინტერვიუების საშუალებით სთხოვა თავის ქართველ ახლობლებს ესაუბრათ საკუთარ ცხოვრებაზე საქართველოსა და საფრანგეთში. ინტერვიუების ჩასაწერად, ჟულიენ ლამპენის დახმარებით, მან ფრანგი მეგობრები შემოიკრიბა გარშემო. ინტერვიუებს დიანა თვითონ უძღვებოდა და თარგმანიც მას ეკუთვნის. პროექტის ორგანიზებითა და მართვით მარი ვალენტინი იყო დაკავებული, ბასტიენ ლეფორი - გახმოვანებით, რენე ლიონი - კადრირებით და ჟულიან ფენარი კი მონტაჟით. ინტერვიუები აკრეფილია ელოდი სენტისა და ემა ფერანის მიერ.