კალენდარი

,,პატარა მუშკეტერების" სახელოსნო
სახალისო საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით (თამაშები, სიმღერები, მუსიკალური აქტივობები) ბავშვები გაეცნობიან ფრანგული ენისა და ფრანგული ფონეტიკის საფუძვლებს.
კურსი დაიწყება შაბათს, 17 სექტემბერს!
- ვისთვის არის კურსი? 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
- სად? დასწრებითი სწავლება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში (მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 7)
- როდის? ყოველ შაბათს 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, ყოველ ოთხშაბათს 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე და 12 :00 სთ-დან 13:00 სთ-მდე
- კურსის ხანგრძლივობა? 12 საათი
რა უპირატესობებს გთავაზობთ?
- ბევრი ენათმეცნიერის მიერ საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი უფრო ადვილად ითვისებს უცხო ენას
- შესაბამისად, ეს სახელოსნო საშუალებას მისცემს თქვენს ბავშვს შეიძინოს ფრანგული ენისა და ზოგადად უცხო ენის შესწავლის უნარები და გასართობი აქტივობებით მიიღოს ფრანგული ენის საბაზისო ცოდნა
- გვაქვს ხელმისაწვდომი ტარიფი : 150 GEL 12სთ.
- უფასო წვდომა Médiatique/ Culturthèque-ის სხვადასხვა რესურსებზე