კალენდარი

პანელური დისკუსია: საფრანგეთთან კინოწარმოების შესაძლებლობები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ პანელურ დისკუსიაზე : „საფრანგეთთან კინოწარმოების შესაძლებლობები“.

დისკუსია გააერთიანებს გამოცდილ ექსპერტებს, რომლებიც ისაუბრებენ კო-პროდუქციის შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება ფრანგი პროფესიონალებისგან მიიღოს ღირებული ინფორმაცია კულტურული თანამშრომლობის ნიუანსებისა და ეკონომიკური ასპექტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კოპროდუქციასთან. მომხსენებლები: ფლორან სინიფრედი (რეგიონული აუდიოვიზუალური ატაშე, ფრანგული ინსტიტუტი), ჯაკომო აბრუზესი (რეჟისორი, დისკო ბოი), ელენე მარგველაშვილი (პროდიუსერი, პარაშუტ ფილმსი), ქეთი დანელია (პროდიუსერი), ლუი ბოდუმო (ფრანგი პროდიუსერი) საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, ისაუბრებენ პრაქტიკულ საკითხებზე, გამოყოფენ როგორც პრობლემებს ასევე სტრატეგიებს წარმატებული კოპროდუქციებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინოს მწარმოებელ ქვეყანასთან.

დისკუსიას მოდერაციას გაუწევს სალომე ჯაში.

2 დეკემბერს 14:00 სთ-ზე სასტუმრო რუმსის საკონფერენციო დარბაზში.