კალენდარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 2017-03-20 15 სთ 00

ოლივიე როლენის შეხვედრა სტუდენტებთან

ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უმასპინძლებენ

ფრანგ მწერალს ოლივიე როლენს.

შეხვედრა შედგება 15სთ00-ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მე-5 კორპ. აუდიტორია 309 (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს აუდიტორია)

დასწრება თავისუფალია

ოლივიე როლენი, რომელსაც არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მრავალი წიგნის ავტორია, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას 1994 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა «პორტისუდანი » მოუტანა, რომელიც ფემინას პრემიით დაჯილდოვდა. 2002 წელს, მის ავტობიოგრაფიულ წიგნს « ქაღალდის ვეფხვი » ფრანს კულტურის პრემია მიენიჭა. 2014 წელს, წიგნისთვის, « მეტეოროლოგი », ოლივიე როლენი სტილის პრემიით დაჯილდოვდა. რომანში მოთხრობილია სტალინური პერიოდის რუსი სახელმწიფო მოხელის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც ჯერ ენთუზიაზმით შეხვდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას, მოგვიანებით კი, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი, თავად გახდა რეჟიმის უდანაშაულო მსხვერპლი. მთელი პატიმარობის განმავლობაში ის თავის ქალიშვილს წერილებს უგზავნიდა. რუსეთში მოგზაურობისას ოლივიე როლენი სწორედ ამ კორესპონდენციას აღმოაჩენს, რაც მას რომანის დაწერას გადააწყვეტინებს. « მეტეოროლოგი » თარგმნილია ქართულ ენაზე და გამოცემულია მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მთარგმნელი: ცისანა ბიბილეიშვილი.


დამატებითი ინფორმაციისთვის: 2923304