კალენდარი

ოდა ცეკვას

ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელთან პატნიორობით, 2026 წლის 27 აპრილს, 16:00 საათზე, თანამედროვე ცეკვის მკვლევარ ხათუნა მზარელუასთან შეხვედრაზე გეპატიჟებათ, რომელიც ამ საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებულ საჯარო ლექციას წაიკითხავს, ფოტო და ვიდეო მასალების თანხლებით.

ლექციის მიმდინარეობისას ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეები კლასიკური და თანამედროვე ცეკვის ნომრებს წარმოადგენენ.

ღონისძიება ჩატარდება ქართულ ენაზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე.

დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე : salome.murvanidze@institutfrancais.ge