კალენდარი

“Noces” და “Opus 40”

2023 წლის 5 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში გაიმართება ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის, „ლე ბალე დე მონტე-კარლოს“ დირექტორის, ჟან-კრისტოფ მაიოს ბალეტებისადმი – “Noces” („ქორწილი“) და “Opus 40” მიძღვნილი საჯარო ლექცია.

ლექციას, რომელსაც წარუძღვება თანამედროვე ცეკვის მკვლევარი ხათუნა მზარელუა, დაასრულებს ამ ბალეტების ვიდეო ჩვენება.

აღმოაჩინეთ ჟან-კრისტოფ მაიოს უნიკალური ქორეოგრაფიული ხედვა იგორ სტრავინსკისა და მერედით მონკის შეუდარებელ მუსიკაზე დადგმული ბალეტების სახით.

მთავარი მხარდამჭერები: „ლე ბალე დე მონტე-კარლო“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით: ჟან-კრისტოფ მაიოს, „ლე ბალე დე მონტე-კარლოს“ ქორეოგრაფსა და დირექტორს; ჯესიკა პინალს, პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს; გრეგორი სებანს, ვიდეო და მულტიმედია ხელმძღვანელს; ალის ბლანგეროს, ფოტოგრაფს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას.

ხანგრძლივობა: 1 საათი და 45 წუთი, დასწრება თავისუფალია.

საღამო გაიმართება ქართულ ენაზე.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმი, ა.გრიბოედოვის ქ. No 8-10, მე-3 სართული.