კალენდარი

My French Film Festival

2023 წლის 13 თებერვლამდე Unifrance ორგანიზებას უწევს ონლაინ ფესტივალის - „My French Film Festival“ მეცამეტე გამოშვებას, რომელიც საშუალებას აძლევს ინტერნეტმომხმარებლებს მთელს მსოფლიოში უყურონ ახალ ფრანგულ ფილმებს ონლაინ.
წელს განსაკუთრებული ფესტივალია, რადგან მას საქართველოც უერთდება.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მოხარულია, რომ მისი ინიციატივით დაწყებული თანამშრომლობა წარმატებით შედგა და ქართველ კინომოყვარულებს ახალი ფრანგული ფილმების ხილვა Cavea+-ის პორტალზე შეუძლიათ:  https://cavea.plus/ka/browse/MyFFF

სასიამოვნო კინო დღეებს გისურვებთ!