კალენდარი

მომავლის ვირტუოზები
მუსიკა მშვიდობისთვის - მომავლის ვირტუოზები!
7 ოქტომბერს 20 საათზე საერთაშორისო ფონდის SOS Talents – Michel SOGNY, ფრანგული ინსტიტუტისა და ICR-ის მხარდაჭერით, გიწვევთ პატარა ვირტუოზების საკონცერტო პროგრამაზე.
ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან მომავლის ვარსკვლავები: ლიზი მეგრელიშვილი, არსენ კარაპეტიანი, ანაჰიტ სტელმაშოვა, ადამ შოკოლაი, ჯამილ სადიზადე და ზუმრუდ ალიზადა.
https://shorturl.at/pQUY3
