კალენდარი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებაზე ოთხშაბათს, 2023 წლის 12 აპრილს, 20:00 საათზე.
წარმოდგენილი იქნება ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი:

ორელი მარპოს „ზღვარზე“ (2021)
სინოფსისი : ანა, თვრამეტი წლის, მთელი თავისი ცხოვრება ქალაქ ბურგ-ენ-ბრესში გაატარა. მაგრამ როდესაც დიდი პროფესიული შესაძლებლობა ავალდებულებს მას პარიზში წასვლას, როგორც აღმოჩნდება ის მზად არ არის დატოვოს ქალაქი, თავისი სამეზობლო, მეგობრები და მოგონებები. მოკლედ მთელი მისი არსი. რის დათმობას შეძლებს ის?

 ლორიან ლაგარდის „მწველი სხეული“ (2021)
სინოფსისი : ლინა და ინესი ერთმანეთს არ იცნობენ. თუმცა, სახურავიდან სახურავამდე, დაბალი კედლიდან ღობემდე, ორი მოზარდი ერთმანეთს შორიდან აკვირდებიან, ტკბებიან, ცდილობენ დაახლოვდნენ. მაგრამ, რადგან მათ არ სურთ რომ ისინი შეამჩნიონ, ისინი მუდმივად სხვების გარემოცვაში ექცევიან.

კლაუდია ლოპეს ლუსიას „ვარდისფრები და ცისფრები“
სინოფსისი: სამი გოგონა გასახდელში, ვარჯიშზე და მათი კომპრომისების დროს მოზარდის ფლირტსა და ტალახით დასვრილ მუხლებს შორის, სამი გოგონა კრემპონით ეჭვქვეშ აყენებს მათ წარმოდგენებსა და გარემოცვას თანამედროვე საზოგადოებაში ქალური და მამაკაცური ღირსებების განაწილების შესახებ.

ვალენტინ ჟანგის „ მე არ ვარ“ (2021)
სინოფსისი : ალისა გარბის ოჯახიდან, რათა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ გამოსვლებში.

სარა საიდანის „სანაპიროს დროშები“
სინოფსისი : ვიდა ახალგაზრდა ირანელი მაშველი მოცურავეა. ფავორიტი თავის გუნდში, გადაწყვეტილია მან იბრძოლოს ავსტრალიაში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ სარეს, მასავით სწრაფი და ნიჭიერი მოცურავის, მოსვლასთან ერთად, იგი მოულოდნელ გარემოებაში აღმოჩნდება.

ფილმების შემდეგ გაიმართება დისკუსია !

ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

დასწრება თავისუფალია !