კალენდარი

მასტერ 1 FLE დისტანციური სწავლება
საქართველოს ფრანგულ ისნსტიტუტს სურს დაეხმაროს ფრანგული ენის მასწავლებლებს საჭირო დიდაქტიკური ცოდნის მიღებაში საქართველოში ფრანგულის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის. ამ მიზნით, მონპელიეს უნივერსიტეტთან Université Paul-Valéry Montpellier 3 ერთად, გთავაზობთ მასტერ 1 FLE სწავლებას 2018/2019 საუნივერსიტეტო წლის განმავლობაში.
მონაწილეობის პირობები :
- ფრანგული ენის სწავლების გამოცდილება ან საფრანგეთსა ან საქართველოში მიღებული ბაკალავრიატის დიპლომი ფრანგულ ენაში ;
- ასაკი - 28 წლიდან ;
- ფრანგული ენის ცოდნა C1 დონეზე ან ფრანგული დიპლომი (ლისანსი ან მასტერი);
- კანდიდატთა რაოდენობა : მინიმუმ 3 - მაქსიმუმ 5;
- ტარიფი : 2500 ლარი ყველაფრის ჩათვლით (პედაგოგიური ჩაწერა + საკონსულტაციო მხარდაჭერა).
პროგრამის დეტალები :
- 2 სემესტრი (ჯამში 60 ECTS);
- კურსის შინაარსი ციფრულ ფორმატში;
- პედაგოგიური პლატფორმა ტუტორთან და მასტერის სხვა სტუდენტებთან კონტაქტისთვის;
- კვირაში 2 საათიანი მხარდაჭერა სფი-ში 2018 წლის სექტემბრიდან;
- 8 საათიანი პრეზენტაცია და შესავალი FLE-ს დიდაქტიკაში უნივერსიტეტ მონპელიე 3-ის წარმომადგენელთან 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში;
- ცოდნის კონტროლი თითოეულ საგანში ჩასაბარებელი პედაგოგიური დოსიეს სახით;
- სრული პროგრამა :
ჩაწერის პროცედურები :
- გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი 2018 წლის 31 მაისამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე cecile.fagegaltier@institutfrancais.ge ;
- შერჩეული კანდიდატების მონპელიეს უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე ჩაწერა 2018 წლის 16 ივნისამდე;
- სწავლის საფასურის გადახდა განხორციელდება სფი-ში:
- 50% 2018 წლის 3 სექტემბრამდე
- 50% 2018 წლის 15 დეკემბრამდე.