კალენდარი

საქართველოს მწერალთა სახლი | 2017-03-10 18 სთ 30

მარგერიტ იურსენარის "ადრიანეს მოგონებების" თარგმანის პრეზენტაცია

მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემული ახალი თარგმანის 

მარგერიტ იურსენარის "ადრიანეს მოგონებები"

პრეზენტაცია.

გია ქარჩხაძის გამომცემლობა, მთარგმნელი მერაბ ფიფია.

ფრანგი მწერალი, მარგერიტ იურსენარი, დაიბადა 1903 წელს ბრიუსელში, ფრანგული ფლანდრიის მხარეში, ძველ ბურჟუაზიულ ოჯახში. მამამისი, მიშელ დე კლინევერსკ დე ცრეიენკური იყო, გვარი იურსენარი სწორედ ამ გვარის ანგრამაა. დედა, რომელიც მარგერიტის დაბადებიდან 10 დღეში გადაიცვალა, ბელგიელ თავადაზნაურთა ოჯახიდან იყო. მარგერიტი ბებიამ და მამამ გაზარდეს, რომელთან ერთადაც მან ბევრი იმოგზაურა. 1929 წელს გამოქვეყნდა მარგერიტ იურსენარის პირველი რომანი ‘’ალექსისი ანუ ამაო  ბრძოლის ტრაქტატი’’. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1929 წელს, მარგერიტ იურსენარი ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა და პარიზს, სტამბულს, ათენს, ლოზანას, ბრიუსელს და საბერძნეთის კურძულებს შორის მოგზაურობდა. ამ მოგზაურობების გამოძახილია მისი წიგნი "აღმოსავლური ნოველები". მარგერიტ იურსენარი 80-ზე მეტი წიგნის ავტორია. 1980 წელს მწერალი საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს და 1981 წლის 22 იანვარს ის აკადემიის ჭერქვეშ თვით ჟან დ’ორმესონმა მიიღო. მისმა წიგნმა, ‘’ადრიანეს მოგონებები’’, მარგერიტ იურსენარს მსოფლიო აღიარება მოუტანა და საბოლოოდ დაუმკვიდრა მწერლის სახელი. ეს რომანი,  რომელიც 1951 წელს გამოქვეყნდა, რომაელი იმპერატორის, ადრიანის ფსევდო-მემუარებია. წიგნი მოხუცებული იმპერატორის მიერ დაწერილი ერთი გრძელი წერილია, რომელითაც ის თავის 17 წლის ნაშვილებ ვაჟს, მის მომავალ მემკვიდრეს, მარკუს ავრელიუსს, მიმართავს.






დასწრება თავისუფალია
ადგილი: საქართველოს მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის ქ. 13,

დამატებითი ინფორმაციისთვის: 2923304