კალენდარი

მაესტრო მიშელ სონის საფორტეპიანო მასტერკლასები ქართველ მუსიკოსებს

4, 5 და 6 ოქტომბერს, მაესტრო მიშელ სონი ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტებისთვის, ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, მასტერკლასებს ჩაატარებს.

ფრანგი მუსიკოსი და ფილოსოფოსი მიშელ სონი მსოფლიოში ცნობილია მისი ინოვაციური მეთოდოლოგიით, რომლითაც მან 40 წლის წინ ახალი მუსიკალური ცნობიერება ჩამოაყალიბა.

დასწრების მსურველებს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფესტივალის ადმინისტრაციას : info@batumimusicfest.ge