კალენდარი

სახელმწიფო კონსერვატორია | 2016-12-14 19სთ

ლუკა დებარგის კონცერტი თბილისში

ახალგაზრდა ფრანგი პიანისტი ლუკა დებარგი გამართავს კონცერტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 14 დეკემბერს 19 სთ-ზემ "საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში.

ის შეასრულებს შუბერტისა და შიმანოვსკის ნაწარმოებებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის სალაროში და საიტზე: tkt.ge


2015 წელს ფრანგი პიანისტი, ლუკა დებარგი ყველაზე შემჩნეული პიანისტია ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე.
მიუხედავად თავისი მეოთხე საფეხურის ჯილდოსი, მუსიკალური ფრაზის პოეტური და ლირიკული გადმოცემის ნიჭთან კომბინირებულმა მისმა ინტელექტუალურმა შესრულებამ მას მოსკოვის მუსიკის კრიტიკოსთა პრემია მოუტანა, ვინაიდან ფრანგი პიანისტის შესრულებამ, დაუჯერებელმა ნიჭმა, შემოქმედებითმა ხედვამ და თავისუფლებამ მოხიბლა როგორც კრიტიკოსები ისე მსმენელი. ის ერთადერთი იყო ყველა დარგში, რომელმაც ეს შეძლო. კონკურსის შემდეგ დებარგმა "სონი კლასიკალთან" გააფორმა ხელშეკრულება და ჩაწერა თავისი სადებიუტო ალბომი რაველის, ლისტის, შოპენისა და სკარლატის ნაწარმოებებით თავის მშობლიურ ქალაქში, პარიზში.