კალენდარი

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი | 2017-04-03 20სთ

ლუი მალის ფილმების რეტროსპექტივა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აწყობს ლუი მალის ფილმების რეტროსპექტივას, 2017 წლის 3-დან 8 აპრილამდე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში (დავუთ აღმაშენებლის გამზირი 40).

ამასთან დაკავშირებით ფრანგული ინსტიტუტი იწვევს ლუი მალის ქალიშვილს, ასევე რეჟისორს, ჟუსტინ მალს, რომელიც რეტროსპექტივას გახსნის თავისი ფილმით "ახალგაზრდობა", რომელშიც ის საუბრობს მამასთან ურთიერთობაზე მისიცსიცოცხლის ბოლო პერიოდში. ჟუსტინ მალი წარადგენს ასევე ლუი მალის სამ ფილმს.

კინოსეანსების დაწყების დროა 20 სთ. ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ქართლი სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია.

ლუი მალის ფილმების რეტროსპექტივის პროგრამა:

03.04 - “ახალგაზრდობა” ჟუსტინ მალი (2013)
ჟუსტინ მალის თანდასწრებით.

04.04 - “ნახვამდის ბავშვებო” ლუი მალი (1987)
ჟუსტინ მალის თანდასწრებით.

05.04 - “ლიფტი ეშაფოტისკენ” ლუი მალი (1957)
ჟუსტინ მალის თანდასწრებით.

06.04 - “ლაკომბ ლუსიენი” ლუი მალი (1974)
ჟუსტინ მალის თანდასწრებით.

07.04 - “მოციმციმე ცეცხლი” ლუი მალი (1963)

08.04 - “მილუ მაისში” ლუი მალი (1990)


ლუი მალის ბიოგრაფია:

ფრანგი რეჟისორი ლუი მალი დაიბადა 1932 წლის 30 ოქტომბერს ტუმერიში, საფრანგეთის ჩრდილოეთში. ლუი მალის პროვინციელი ბურჟუების ოჯახი  ბეგენ-სეის ქარხანას ფლობდა. პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში სწავლის გაგრძელების მაგივრად, ის კინემატოგრაფიის ინსტუტში აბარებს.

ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ლუი მალი მონაწილეობას იღებს წყალქვეშა სამყაროს შესახებ ჟაკ-ივ კუსტოს დოკუმენტური ფილმის "სიჩუმის სამყარო" გადაღებაში, რომელმაც კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. 1957 წელს კი ის იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს "ლიფტი ეშაფოტისკენ". ამ ფილმით ის ლუი-დელუკის პრიზით საჩუქრდება.

საკამათო სიუჟეტებზე გადაღებული მრავალი დოკუმენტური ფილმის შემდეგ (რაც მას აშშ-ში გადასახლებად დაუჯდა), ლუი მალი იღებს წარმატებულ ფილს "ნახვამდის ბავშვებო". ეს 1987 წელს გადაღებული ფილმი პარიზის კინოააკადემიის "ცეზარის" მრავალ პრიზს იღებს, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურისთვის.

თავის ფილმებში ლუი მალი აგრძელებს ჟანრების (მათ შორის დოკუმენტურისაც) და რეგისტრების კვლევას.

ლუი მალი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1995 წლის 23 ნოემბერს.