კალენდარი

საქართველოს მწერალთა სახლი | 2018-03-22 18სთ30

ლიტერატურული შეხვედრა ქეთევან დავრიშევთან

ფრანკოფონია 2018-ის ზეიმთან დაკავშირებით
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ

შეხვედრაზე ფრანგ მწერალთან

ქეთევან დავრიშევთან

და მისი ბოლო რომანის "სხვა იოსები" ქართული თარგმანის წარდგინებაზე.

ხუთშაბათს 22 მარტს 18სთ30

ფრანგი მწერალი, ქეთევან დავრიშევი, რომლის ნამდვილი გვარი დავრიშაშვილია, დაიბადა 1965 წლის 5 აპრილს პარიზში, ქართული წარმოშობის ოჯახში. ბებიის და პაპის დევნილობაში ყოფნამ გავლენა იქონია ქეთევანის ბავშვობაზე  და მისი წარმოსახვის წყაროდ გადაიქცა. ქეთევანმა ჯერ თანამედროვე ლიტერატურის შესწავლა დაიწყო, შემდეგ კი ნიუ-იორკში გაემგზავრა თეატრის და კინოხელოვნების  შესასწავლად. მუშაობდა სხვადასხვა პერიოდული გამოცემისთვის,  ასევე, დაიწყო ქართული ზღაპრების მოძიება.

ქეთევან დავრიშევის სამწერლო კარიერა 1996 წლიდან იწყება, როცა ბებიისა და პაპის მოგონებების წყალობით  ქართული ზღაპრები შეაგროვა და ისინი გამომცემლობა,  ლ’ეკოლ დე ლუაზირმა,  გამოაქვეყნა. შემდგომ წლებში ამ გამომცემლობამ მისი კიდევ მრავალი წიგნი გამოსცა. ქეთევანი არის ასევე სცენარების და სიმღერების ავტორიც, თანამშრომლობს ცნობილ საბავშვო-საყმაწვილო გამომცემლობასთან, ლ’ეკოლ დე ლუაზირ.

2004 წელს გამოიცა ქეთევან დავრიშევის პირველი რომანი ’’ყველაფერი კარგად იქნება’’, რომელიც საფუძვლად დაედო მუსიკალურ სპექტაკლს ფორტეპიანოს, ვიოლონჩელოს და ვოკალის თანხლებით. ავტორი ორი წლის მანძილზე იღებდა სპექტაკლში მონაწილეობას ალექს ბოპენთან და ვალენტინ დუტეილთან ერთად. 2010 წელს გამოქვეყნებულ რომანს ’’შავი ზღვა’’, რომელსაც ქეთევანის ოჯახის დევნილობის ამბავი დაედო საფუძვლად და რამდენიმე ენაზე ითარგმნა, არაერთი ლიტერატურული პრემია მიენიჭა. 2012-2014 წლებში გაცემულ წიგნებსაც ასევე დიდი წარმატება ხვდათ წილად წიგნის მაღაზიებში, ჰქონდათ შესანიშნავი კრიტიკული გამოხმაურება და კომერციული წარმატება, წიგნები ლიტერატურული პრემიების შესარჩევ სიებში ფიგურირებდნენ.

2017 წელს, ქეთევან დავრიშევმა მიიღო ორი მაგოს პრემია წიგნისთვის ’’სხვა იოსები’’.
 
მისამართი: საქართველოს მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის ქ. 13