კალენდარი

მედიათეკა | 2018-04-12 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა ლაშა ბუღაძესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს 
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია. 

ხუთშაბათს, 12 აპრილს 18სთ 30წთ-ზე 

ლაშა ბუღაძე 
რომანისტი და დრამატურგი

წარმოადგენს 

ეჟენ იონესკოს დრამატულ ნაწარმოებებს
 


ქართველი მწერალი, ლაშა ბუღაძე დაიბადა 1977 წელს თბილისში. მან დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯი, თეატრის და კინოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტები. თავისი პირველი პიესა, ’’ოთარი’’, ლაშა ბუღაძემ ჩვიდმეტი წლის ასაკში დაწერა.

ცნობილ მწერალს, მრავალი ესეის, მოთხრობის და პიესის ავტორს, რეგულარულად  მიჰყავს ლიტერატურული გადაცემები ტელევიზიასა და რადიოში. 2000 წლიდან მოყოლებული, იგი მონაწილეობას იღებს ლიტერატურულ და თეატრალურ სახელოსნოებში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები დაჯილდოებულია მრავალი ლიტერატურული პრემიით, რომელთა შორისაა, პრემია საბა საუკეთესო პიესისთვის 2004, 2009 და 2012 წელს და პრემია საბა საუკეთესო რომანისთვის 2007 წელს. ასევე BBC-ის საერთაშორისო პრემია პიესისთვის ’’როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს’’.

ლაშა ბუღაძის პიესები იდგმება როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ის ახალი ქართული  თეატრის მთავარი წარმომადგენელია. ამას საფუძველი დაუდო 1998 წელს თეატრალურ სარდაფში დადგმულმა მისმა პიესამ ’’ოთარი’’. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. მათ შორის ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, სომხურ, რუსულ და პოლონურ ენებზე.


რუმინული წარმოშობის ფრანგი დრამატურგი, ეჟენ იონესკო, დაიბადა სლატინაში 1909 წელს და გარდაიცვალა პარიზში 1994 წელს. თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან რუმინეთსა და საფრანგეთს შორის მოგზაურობაში გაატარა. ეჟენ იონესკო წარმოადგენდა საფრანგეთის აბსურდის თეატრის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას. მისი შემოქმედება მდიდარია პიესებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილია: ’’მელოტი მომღერალი ქალი’’, ’’სკამები’’, ’’მარტორქა’’ და ’’მეფე კვდება’’.


ეჟენ იონესკოს შემოქმედების აბსურდი ნასაზრდოებია ცნობილი ანტიკური მითებით. მისი სტილისთვის დამახაიათებელია მეტყველების მოშლა. იონესკოს სატირული თეატრი ანგრევს ბურჟუაზიის კოდექსებს და სტერეოტიპებს. ავტორის მიერ შექმნილ  სრულიად ტრაგიკულ სამყაროში აბსურდი გადამწყვეტ როლს თამაშობს.

1970 წლის 22 იანვარს, ეჟენ იონესკო  საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა. იონესკო ერთ-ერთი პირველი ავტორთია, რომლის შემოქმედებაც მისივე  სიცოცხლეში გამოიცა პრესტიჟული საგამომცემლო კოლექციის ’’პლეიადის’’ სერიით.