კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-04-20 18სთ30

ლიტერატურული შეხვედრა კოტე ყუბანეიშვილთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს შეხვედრა-დებატებს 
ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია.



შეხვედრა შედგება:
 
ხუთშაბათს, 20 აპრილს 18სთ 30წთ


ჟაკ პრევერის გარდაცვალების 40 წელთან დაკავშირებით

პოეტი კოტე ყუბანეიშვილი წარმოადგენს 
ჟაკ პრევერის შემოქმედებას:

ჟაკ პრევერი და 60-იანი წლების ფრანგული პოეზია 


თანამედროვე ქართული სცენის ყველაზე ხმაურიანი პოეტი, კოტე ყუბანეიშვილი, დაიბადა 1951 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების ფიზიკა-მათემატიკის და გორის პედაგოგიკიური უნივერსიტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ, კოტე ყუბანეიშვილი მუშაობდა მასწავლებლად. 80-იანი წლებიდან უკავშირდება დიზაინერთა და ალტენატიული მუსიკის შემოქმედებით ჯგუფებს.

1989 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი ’’Jet club’’, რომელმაც მას სახელი დაუმკვიდრა, როგორც ქართული ანდერგრაუნდის მთავარ ფუგურას. ავტორს გამოქვეყნებული აქვს ოცამდე პოეტური კრებული და თარგმანები, მათ შორის რუს და ანგლო-საქსონ გამომცემლებთან თანამშრომლობით. მისი ლექსების ნაწილი თარგმნილია ორმოცდაათამდე ენაზე. 90-იან წლებში, კოტე ყუბანეიშვილმა ირაკლი ჩარკვიანთან ერთად დააარსა "რეაქტიული კლუბი". თბილისის საკრებულოს შემოთავაზებით გააკეთა სლოგანები ნაგვის ურნებისთვის, რომლებიც მთელი ქალაქის მაშტაბით დაიდგა.  მისი სატირული ლექსები ხშირად იმ საერთაშორისო ფესტივალებზე ჟღერს, რომლებშიც ის თავად იღებს მონაწილეობას. კოტე ყუბანეიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.