კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-10-19 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა ჟან-ივ ლავუართან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში.
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია.

ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს 18სთ 30 წთ-ზე

ჟან-ივ ლავუარი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი,
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურული ღონისძიებების საკითხებში,
წარმოადგენს მადამ დე სტალის შემოქმედებას:

მადამ დე სტალი -
თანამედროვე პოლიტიკური აზროვნება - ჩვენი დროის ქალი
 
ფრანგი რომანისტი და ესეისტი, ანა-ლუიზა ჟერმენა ნეკერი, ბარონესა სტალი-ჰოლსტეინი, ცნობილი როგორც, მადამ დე სტალი, დაიბადა 1766 წლის 22 აპრილს, პარიზში. მეფე ლიუ XVI ფინანსთა მინისტრის, ბანკირ ნეკერის ქალიშვილმა, ბავშვობა ლიტერატურული საზოგადოების გარემოცვაში გაატარა.
 
მადამ დე სტალის სალონი პარიზული ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. ის აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში და  მთელი ცხოვრება დემოკრატიის გამარჯვებისთვის იღწვოდა. მადამ დე სტალი პრერომანტიკული ეპოქის ერთ-ერთი დიდი ლიტერატურული ფიგურაა.  მისმა შემოქმედებამ, რომელიც სათანადოდ იყო დაფასებული მისივე თანემედროვეების მიერ, დიდი გავლენა იქონია რამდენიმე თაობაზე. მადამ დე სტალი გარდაიცვალა უეცარი დამბლის შედეგად, რომელიც მას მეჯლისის დროს მოულოდნელად დაემართა 1817 წლის 13 ივლისს. იგი განისვენებს კოპეში, შვეიცარიაში.