კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-02-23 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა გიორგი ლობჟანიძესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს შეხვედრა-დებატებს 
ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია.



შეხვედრა შედგება:
 
ხუთშაბათს, 2017 წლის 23 თებერვალს 18სთ 30წთ


პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურის სპეციალისტი
გიორგი ლობჟანიძე წარმოადგენს 

ტახირ ბენ ჯელუნის 
შემოქმედებას:


ორი სამყარო ერთ ენაში

გიორგი ლობჟანიძე დაიბადა ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის განყოფილება, არაბული ენის და ლიტერატურის სპეციალობით. 1997 წელს კი დაასრულა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით.


1999 წლიდან ის ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გიორგი ლობჟანიძე არის საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის, "კავკასიური სახლის", აღმოსავლური განყოფილების დამგე და "ისლამური კულტურის ცენტრის" ხელმძღვანელი. 2005 წელს გიორგი ლოჟანიძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე "იესო და მარიამი ყურანში" და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.


გიორგი ლობჟანიძე არის პოეტური კრებულების ავტორი და მთარგმნელი. თარგმნილი აქვს არაბული და სპარსული ლიტერატურის ძალიან ცნობილ ავტორთა ნაწარმოებები: ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, ჯალალ ედ-დინ რუმის, იბნ ალ-მუკაფას, ფორუყ ფაროხზადის, ასევე სპარსული ზღაპრები. გიორგი ლობჟანიძე არის ყურანის ახალი ქართული თარგმანის ავტორი. ყურანის თარგმანისთვის, 2008 წელს, მას მიენიჭა ლიტერატურულ პრემია "საბა" წლის საუკეთესო თარგმანისთვის და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია "წლის წიგნი".


გიორგი ლობჟანიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.



მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ მედიათეკაში:
ტელ.: 292 33 04
ელ. ფოსტა: mediatheque@institutfrancais.ge
E-mail: mediatheque@institutfrancais.ge