კალენდარი

მედიათეკა | 2022-11-10 17 სთ

ლიტერატურული შეხვედრა გამომცემლებთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა,

 გიწვევთ
ლიტერატურულ შეხვედრაზე

 
ხუთშაბათს, 10 ნოემბერს à 17სთ-ზე.

ფრანგი და ფრანგულენოვანი გამომცემლები,
ქალბატონები, ფლორა მორისე, კამი პოლიანი,
ფანი მოსიერი და ბატონი მიკაელ მაკკოგლე

წარმოადგენენ გამომცემლობებს,

ლა მანუფაქტურ დე ლივღ, ნუაღ სუღ ბლან,
 ტრამ და კალმან-ლევი.
 

ფრანგული საგამომცემლო სახლი ლა მანუფაკტურ დე ლივღ დაარსდა 2009 წელს პიერ ფურნიოს მიერ. მან მიზნად დაისახა გამოეცა დეტექტიური და სოციალური ჟანრების მემკვიდრე ავტორთა რომანები. გამომცემლობას ასევე აქვეყნებს არამხატვრულ ნაწარმოებებსაც. დღესდღეობით გამომცემლობის მთავარი ავტორები არიან: ფრანკ ბუისი, ფრანსუა მედელინი, ჟერომ პიერა, ჟან-უგ ოპელი, ანტუან ვარენი. ქალბატონი ფლორა მორისე არის გამომცემლობის პრესის ატაშე.

 

ფრანგული საგამომცემლო სახლი კალმან ლევი დაარსდა 1836 წელს მიშელის და კალმუსის მიერ - ცნობილი როგორც, ’’კალმან’’ ლევი. გამომცემლობამ ძალიან სწრაფად გაითქვა სახელი იმით, რომ მისი კატალოგში იყო საუკუნის ყველაზე პრესტიჟული ავტორების სახელები: დიუმა, ბოდლერი, ფლობერი, ჰიუგო, სანდი, ლამარტინი, სტენდალი და ნერვალი. დღესდღეობით კალმან ლევი საფრანგეთში რიგით მესამე გამომცემლობაა და ამაყობს, რომ ყველა ჟანრის ავტორის ნაწარმოებებს გამოსცემს. ესენი არიან: გიომ მიუსო, პიერ ლემეტრი, ლორან გუნელი, გიომ სირი, პლანტუ, კამილა გრები, ნიკო ტაკიანი და ჯულიან სანდრელი.

 

ფრანგული საგამომცემლო სახლი ტრამი დაარსდა 2018 წელს ოთხი ქალის, გამომცემლობის სპეციალისტისმიერ. მათი მიზანი იყო ერთ სტრუქტურაში გაეერთიანებინათ წიგნთან დაკავშირებული ყველა აქტივობა, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოთ თანამედროვე ლიტერატურული პროცესისთვის. კამი პოლიანმა, 13 წლის წინ, მუშაობა დაიწყო ჯერ გამომცემლობა სეის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებაში, შემდეგ კი მუშაობდა გამომცემლობებში ლ’ოლივიე, პლონ, ლეზ ესკალ და ოტღემან.

 

გამომცემლობა ნუაღ სუღ ბლან დაარსდა 1987 წელსფრანგულენოვან შვეიცარიაში და მის სარედაქციო მიმართულებას წარმოადგენდა ფრანგულ ენაზე რომანების, ისტორიული დოკუმენტების და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ მასალის გამოქვეყნება. 2022 წლის დასაწყისში მან გამოაქვეყნა ქართველი ავტორის,ლევან ბერძენიშვილის რომანი, „წმინდა წყვდიადი“, რომლის სიუჟეტიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და ფიქციისა და მხატვრულად მონათხრობის ლიტერატურული ნაზავია. ფანი მოსიერი არის ნუაღ სუღ ბლანის მთარგმნელი და გამომცემელი 2008 წლიდან.