კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-11-30 18h30

ლიტერატურული შეხვედრა ერეკლე დეისაძესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს 
შეხვედრა-დებატებს ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია. 

ხუთშაბათს, 30 ნოემბერს 18სთ 30 წთ-ზე 

ერეკლე დეისაძე 
მწერალი, პოეტი, რეჟისორი და მუსიკოსი
წარმოადგენს 

ეჟენ იონესკოს რომანს "განდგომილი" 
 

მწერალი, პოეტი, მუსიკოსი და რეჟისორი, ერეკლე დეისაძე, დაიბადა 1990 წელს, ქუთაისში. ერეკლე დიესაძემ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 2010 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „საიდუმლო სირობა“, რომელმაც ქართული საზოგადოების დაუყოვნებელი მძაფრი რეაქცია გამოიწვია. 2012 წელს მან დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“. 2013 წელს შექმნა მუსიკალური პროექტი « Eko & Vinda Folio ».

2013 წელს გამოსცა რომანი „დამლაგებელი“, რომელიც მოხვდა ლიტერატურული პრემია « საბას » ნომინაციაში კატეგრიაში წლის საუკეთესო რომანი. ორი წლის შემდეგ, გამოიცა მისი მესამე რომანი, « რუსული არდადეგები », რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება.

ერეკლე დეისაძე წერს ლექსებსაც და მუსიკასაც. 2015 წელს გამოვიდა მისი მუსიკალური ალბომი « იარე », ხოლო 2017 წელს ალბომი - « შენ ანათებ ». ამავდროულად ავტორი წერს მუსიკას სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებისთვის.

რუმინული წარმოშობის ფრანგი დრამატურგი, ეჟენ იონესკო, დაიბადა სლატინაში 1909 წელს და გარდაიცვალა პარიზში 1994 წელს. თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან რუმინეთსა და საფრანგეთს შორის მოგზაურობაში გაატარა. ეჟენ იონესკო წარმოადგენდა საფრანგეთის აბსურდის თეატრის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას. მისი შემოქმედება მდიდარია პიესებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილია: ’’მელოტი მომღერალი ქალი’’, ’’სკამები’’, ’’მარტორქა’’ და ’’მეფე კვდება’’.

ეჟენ იონესკოს ერთადერთი რომანი ’’განდგომილი’’, მკითხველს მოუთხრობს ახალგაზრდა, 35 წლის კაცის ამბავს, რომელმაც მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა მიიღო ამერიკელი ბიძისგან. ამ დრომდე, მის ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდებოდა: მუშაობდა პატარა საწარმოში, ჰქონდა რამდენიმე სასიყვარულო თავგადასავალი თავის კოლეგებთან, დადიოდა ბისტროში და კინოში, ასე ავსებდა თავისუფალ დროს. მაგრამ მოულოდნელად იწყება ამ ახლად გამდიდრებულის მოგზაურობა და...