კალენდარი
ლიტერატურული შეხვედრა ელენა ბოჭორიშვილთან
გიწვევთ ონლაინ ლიტერატურულ შეხვედრაზე
ელენა ბოჭორიშვილთან
ოთხშაბათს, 9 ივნისს 17 სთ
https://zoom.us/j/94737891711
შეხვედრა შედგება ფრანგულ ენაზე.
ქართული წარმოშობის კვებეკელი მწერალი, ელენა ბოჭორიშვილი დაიბადა 1966 წელს თბილისში. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი ეწეოდა ჟურნალისტური საქმიანობას. რადგან არ სურდა, ესაუბრა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე, ელენა ბოჭორიშვილი გახდა პირველი საბჭოთა სპორტული ჟურნალისტი, რომელმაც წერა დაიწყო ბეისბოლზე. 1992 წლიდან ელენა ბოჭორიშვილი ცხოვრობს კანადაში.
ელენა ბოჭორიშვილმა დაამკვიდრა რომანის ახალი ჟანრი - ’’სტენოგრაფიული რომანი’’. შექმნა პერსონალურად მისთვის დამახასიათებელი, ძალიან მოკლე წინადადებებით წერის სტილი. ’’არსებობს რიტმი, რომელიც ჩემში ცხოვრობს და რომელსაც დამოუკიდებელი არსებობა აქვს, მე მხოლოდ სიტყვებით ვავსებ მას’’, - ამბობს მწერალი. ელენა ბოჭორიშვილი რვა რომანის ავტორია. მწერალი აღნიშნავს, რომ პირველი რომანიდან, ’’პეპლიანი უჯრა’’, დაწყებული მშობლიური ქვეყანა მის ყველა ნაწარმოებში იგრძნობა.
ელენა ბოჭორიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია: იტალიურად, რუმინულად, პორტუგალიურად, ნორვეგიულად, ჩეხურად და ქართულად.