კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-02-02 18 სთ 30

ლიტერატურული შეხვედრა დათო ტურაშვილთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა მკითხველებს სთავაზობს შეხვედრა-დებატებს 
ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნებზე სასაუბროდ მეგობრულ გარემოში. 
ღონისძიება უფასოა. დასწრება თავისუფალია.



შეხვედრა შედგება:
 
ხუთშაბათს, 2017 წლის 2 თებერვალს 18სთ 30წთ


მწერალი დათო ტურაშვილი წარმოადგენს

რომენ გარის
შემოქმედებას.

დათო ტურაშვილი დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტების კინოსა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტები. ასევე სწავლობდა კინოდრამატურგიას ერლომ ახვლედიანის სახელოსნოში.  

1980-იანი წლებიდან, როგორც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი, მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ მოძრაობაში. 1989 წელს დათო ტურაშვილი იყო დავით გარეჯში სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ მოწყობილი სტუდენტური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

დათო ტურაშვილი ოცამდე რომანის, მოთხრობის და სცენარის ავტორია.დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დათო ტურაშვილი ყველაზე ცნობილი ბესტსელერის "ჯინსების თაობის" ავტორია. წიგნი თარგმნილია 14 ენაზე. მწერალი თარგმნის ინგლისური, ესპანური და რუსული ენებიდან. ჰყავს მეუღლე და 3 ქალიშვილი.

 
მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ მედიათეკაში

ტელ.: 292 33 04
ელ. ფოსტა: mediatheque@institutfrancais.ge