კალენდარი

ონლაინ | 2021-10-12 17სთ00

ლიტერატურული შეხვედრა ანა მურადოვასთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე
ბრეტონული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთან, მწერალთან და მთარგმნელთან,
ანა მურადოვასთან,
რომელიც გვესაუბრება თემაზე:

ლინგვისტიკა და ლიტერატურა - ხიდი ბრეტანსა და საქართველოს შორის

სამშაბათს, 12 ოქტომბერს 17სთ00წთ-ზე.

ზუმის ბმულია: https://us02web.zoom.us/j/86086979221

ანა მურადოვა წარმოშობით ასირიელია. მისი წინაპრები მამის მხრიდან 1890-იან წლებში წამოვიდნენ ირანიდან და დამკვიდრდნენ თბილისში. ანა მურადოვა გაიზარდა მოსკოვში და მრავალი წელი გაატარა საფრანგეთის ქალაქ რენში, სადაც კარგად შეისწავლა ბრეტონული ენა და კულტურა. ანა მურადოვამ ბრეტონულ ენაზე თარგმნა რუსი და ასირიელი მწერლების ნაწარმოებები, ასევე რეზო გაბრიაძის ’’ქუთაისი’’. ცოტა ხნის წინ ანა მურადოვა საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში, ქალაქში, რომელიც მას ძალიან უყვარს და რომლის ამბებსაც დიდი სითბოთი გვიყვება თავის ბოლო რომანში ("ჯიბის ამფიბია ანუ ლილიტ ხანუმის ცოტა გიჟური თავგადასავალი"). 1921 წლის ივნისში, ბრეტანის კულტურის ინსტიტუტმა მას მიანიჭა ერმინის ორდენი.