კალენდარი

Les Passagers de Tbilissi

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ არაჩვეულებრივ შეხვედრაზე დოკუმენტალისტებთან შარლოტ რუსთან, ანტუან ოჟერთან და ან კროპოტკინთან. მათთან ერთად თქვენ შეძლებთ იმოგზაუროთ და აღმოაჩინოთ პროექტის „Les Passagers de Tbilissi" ხმოვანი კულისები.


შემოქმედებითი გუნდი პარიზსა და თბილისს შორის აგროვებს იმ ადამიანების ხმებს, ვისაც ფრანგულ და ქართულ კულტურათაშორის დიალოგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ეს ხმები, გადაჯაჭვული თბილისის ხმოვან პეიზაჟებთან, ქალაქის შესახებ ქმნიან იმ გუნდურ და სიღრმისეულ ამბავს, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება.

შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 29 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

დაესწარით და მოიწვიეთ მეგობრები!

პროექტის ავტორი: Micro-grooves / Les Passagers du son.

სხვა პარტნიორებთან ერთად, პროექტის მხარდამჭერია @Ibis Budget