კალენდარი

Les joueuses #paslàpourdanser

ფრანკოფონიის თვის ფარგლებში საქართველოს კინოაკადემიასთან თანამშრომლობით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ფილმის "მოთამაშეები #აქარვცეკვავთ " ჩვენებაზე გეპატიჟებათ, შაბათს, 25 მარტს 19 საათზე.

სინოფსისი: "ლიონის ოლიმპიკის ქალთა გუნდი წლების განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდად ჩამოყალიბდა. ვარჯიშიდან შეჯიბრებამდე, ეჭვებიდან გამარჯვებებამდე, ეს ფილმი პირველად გვაჩვენებს ამ განსაკუთრებული მოთამაშეების ყოველდღიური ცხოვრების შუაგულში. ფილმი გვთავაზობს ახალი თვალით შევხედოთ ქალებს სპორტში: სამყაროში, სადაც პატივისცემისა და ღიაობის ღირებულებები იქნება თანასწორობისკენ ევოლუციის საყრდენი."


თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=sw01ro1fCKQ

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად ქართული სუბტიტრებით.

მისამართი: კინოს სახლი, ძმები კაკაბაძეების ქ. #2 (მეტრო რუსთაველის მიმდებარედ).

დასწრება თავისუფალია!