კალენდარი
La Cité internationale de la langue française
ვილერ-კოტრეს სასახლეს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ აქ, ამ ციხესიმაგრეში, 1539 წელს ფრანსუა I-ის ბრძანებით ფრანგული ენა სამეფოს ოფიციალურ ენად გამოცხადდა.
La Cité internationale de la langue française არის ფრანგული ენისადმი მიძღვნილი კულტურის კერა, რომლის საქმიანობაც სამი ძირითად მიმართულებას მოიცავს: კულტურა და შემოქმედება, განათლება და პროფესიული დახელოვნება, კვლევა და ინოვაცია.
ლინგვისტურ საკითხებზე კვლევისა და ინოვაციების ლაბორატორიის გარდა, ცენტრი ასევე გვევლინება ყველასათვის ხელმისაწვდომ მულტიდისციპლინურ სივრცედ, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვანი აქტივობების ფართო არჩევანს: დროებით გამოფენებს, სპექტაკლებს, რეზიდენციებს მხატვრებისთვის, მკვლევრებისთვის და მეწარმეებისთვის, საგანმანათლებლო საქმიანობას, ფრანგული ენის სწავლასა და სწავლებას.
2024 წლის შემოდგომაზე La Cité internationale de la langue française უმასპინძლებს ფრანკოფონიის სამიტს, რომელზეც 88 სახელმწიფოს ლიდერია მიწვეული.
https://www.cite-langue-francaise.fr/