კალენდარი

კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის შედეგები

საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს შორის, 2018 წელს გაფორმებულ  სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, გამოცხადდა ერთობლივი პოსტ-სადოქტორო მობილობის საგრანტო პროგრამა.

პროგრამის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, რომელშიც ხელშეკრულების ხელმომწერი ორივე მხარე მონაწილეობდა, ორი კანდიდატი შეირჩა. პროგრამა გამარჯვებულ კანდიდატებს საშუალებას მისცემს  ერთთვიანი მობილობის ფარგლებში კვლევითი პროექტები განახორციელონ ორ ფრანგულ კვლევით დაწესებულებაში.

პროგრამაში გამარჯვებული  კანდიდატები და პროექტები :

დოქტორი ირინე სახელაშვილი,სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების (ნეირომეცნიერების) მკვლევარი, შეუერთდება INSERM-ის გუნდს ლიონში, რათა განახორციელოს კვლევითი სამუშაოები თემაზე : ,,სტრესისა და ძილის დარღვევების ურთიერთქმედება ახალგაზრდებსა და საერთაშორისო სტუდენტებში”.

დოქტორი მაკა ნუცუბიძე, ფრანგულენოვანი სამართლის მკვლევარი, წარმართავს კვლევით პროექტს ,,ღვინისა და ვაზის სამართლის ჰარმონიზაცია საქართველოში”,  (ევროპული და ფრანგული სამართლის შედარებითი კვლევა) ბორდოს უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე.