კალენდარი

Médiathèque | 2017-02-09 18სთ30

კულტურთეკის პრეზენტაცია

 
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა ფრანგული ენის პედაგოგებს სთავაზობს ''კულტურთეკის'' პრეზენტაციას.  
''კულტურთეკა'', ეს არის ციფრული მედიათეკა 70000 დოკუმენტით, რომელიც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის მკითხველებს საშუალებას აძლევს სმარტფონებზე, პლანშეტებსა და კომპიუტერებზე რამდენიმე დაწკაპუნებით გაეცნონ ფრანგულ პრესას, ჩამოტვირთონ ელექტრონული წიგნები, მოუსმინონ კონცერტებს, ნახონ ნახატი ფილმები და გაიუმჯობესონ ფრანგული ენის ცოდნა.

პრეზენტაცია გაიმართება 9 ტებერვალს 18:30-ზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში (გუდიაშვილის ქ. 7).

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა მისამართზე:
ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge