კალენდარი

კონკურსი: ამოგზაურეთ თქვენი ისტორიები კოსმოსში

წერითი კონკურსის « ამოგზაურეთ თქვენი ისტორიები კოსმოსში » დაწყების შესახებ ოფიციალურად გვამცნო კოსმოსური ხომალდიდან ფრანგმა ასტრონავტმა თომა პესკემ. კონკურსი სთავაზობს ფრანგულენოვან ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდების, შექმნან პატარა პრინცის მოგზაურობის გაგრძელება.

ასტრონავტზე, ისევე, როგორც პატარებისა და დიდების მრავალ თაობაზე, დიდი ზეგავლენა მოახდინა სენტ-ეგზიუპერიმ და მისმა ნაწარმოებმა « პატარა პრინცი ». მისი მთავარი გმირი, პატარა ბიჭუნა მოგზაურობს პლანეტიდან პლანეტაზე სხვადასხვა პერსონაჟების შესახვედრად. ანტუან დე სენტ-ეგზიუპეტის პატივსაცემად, თომა პესკე კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს, გადაიყვანონ პატარა პრინცი მერვე პლანეტაზე, სადაც მას კვლავაც საოცარი შეხვედრები ელის ...

მონაწილეები: კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბავშვებს, მოზარდებს და ასევე ახალგაზრდებს 26 წლამდე. მონაწილეობა ინდივიდუალურია და თითოეულს მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.

თემატიკა: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოებში პატარა პრინცი მოგზაურობს 7 პლანეტაზე, სადაც მას ელის საოცარი შეხვედრები მეფესთან, ლოთთან, მეფარნესთან თუ გეოგრაფთან. კონკურსისთვის მონაწილემ უნდა შექმნას მოკლე, ერთგვერდიანი ტექსტი (2 500 სიმბოლო) და გააგრძელოს პატარა პრინცის მოგზაურობა მერვე პლანეტაზე, სადაც შეხვდება იქ მცხოვრებ პერსონაჟს.

თარიღები: 2017 წლის 1 იანვარი-28 თებერვალი

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის:
იხილეთ კონკურსის ვებგვერდი და პირობები


იხილეთ ოფიციალური ვიდეო