კალენდარი

კონფერენცია ფრანგულენოვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის ინიციატივით და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ამა წლის 5 დეკემბერს გაიმართება კონფერენცია ფრანგულენოვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის "ფრანგული ენა - შესაძლებლობების პლატფორმა" 
 
 
კონფერენციის მიზანია
- იმ საგანმანათლებლო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, რომელთაც დაგეგმეს და განახორციელეს  ფრანგული ენის სწავლება;
- ახალი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ფრანგული ენის სწავლებით, ან ახორციელებენ ფრანგულენოვანი კადრების დასაქმებას.

კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 5 დეკემბერს 11:00-დან 14:00-მდე.
სამუშაო ენა : ქართული
ფორმატი: ონლაინ, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით

კონფერენციის პროგრამა