კალენდარი

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები"

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" პარტნიორია და გიწვევთ ვირტუოზი ფრანგი მევიოლონის ანდრეს გაბეტას კონცერტზე, რომელიც 2022 წლის 18 სექტემბერს 20 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება.


ანდრეს გაბეტა მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი თავისი თაობის ბაროკოს სტილის მევიოლინეებს შორის. 2008 წელს ის ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე « Bach Brandenburg Concertos » - ს შესრულებისთვის, ასევე მიღებული აქვს პრიზი « Choc du Monde de la Musique »  « Haydn’s Octuor and Nocturnes » -ის შესრულებისთვის.

 

გაეცანით პროგრამასა და შეიძინეთ ბილეთები ბმულზე : https://tkt.ge/event/303816/batumi-tbilisis-xiv-saertashoriso-festvali-ghamis-serenadebi?culture=en