კალენდარი

კავკასიის ფრანგული სკოლა | 2016-03-18 11:45

კავკასიის ფრანგული სკოლის პროფესიებისა და განათლების მე 3 ფორუმი

პარასკევს, 18 მარტს,  კავკასიის ფრანგული სკოლა ატარებს პროფესიებისა და განათლების მესამე ფორუმს. საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი, ბ-ნი პასკალ მენიე ღონისძიებისას გახსნის 11სთ45-ზე.



ფორუმის მიზანია, უფროსკლასელები გაეცნონ პროფესიათა მაქსიმალურ რაოდენობას, რათა გააცნობიერონ მათ წინაშე არსებული არჩევანის მასშტაბი.

ღონისძიების ფარგლებში კავკასიის ფრანგული სკოლა უმასპინძლებს მარი ბროსეს სახელობის სკოლის, სენტ-ეგზიუპერის სახელობის კოლეჯისა და თბილისის მე-14, 23-ე, 85-ე, 88-ე, 124-ე, 151-ე, 175-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, შეხვდნენ 60-მდე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.



კონტაქტი:

ჭავჭავაძის გამზ. 76 ბ
0162 თბილისი
ტელ. : (995 32) 29 47 72
E-mail : secretariat@efc.ge