კალენდარი

კანდიდატურების მიღება - სახელოვნებო რეზიდენცია პარიზი 2020

ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის კულტურის სამინისტრო აცხადებენ კანდიდატურების მიღებას  2020 წელს პარიზის საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრის Cité internationale des arts რეზიდენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?

პროგრამა განკუთვნილია უცხოელი ხელოვანებისთვის (ყველა დარგში), რომლებსაც სურთ განავითარონ კვლევითი პროექტი პარიზში, მინიმუმ სამი (უწყვეტი) თვის განმავლობაში. ხელოვანები წარდგენილი უნდა იყვნენ ფრანგული ინსტიტუტის ან უცხო ქვეყნის კულტურული დაწესებულების მიერ.


რეზიდენცია როგორ იმართება?

ფრანგული ინსტიტუტი გამოყოფს პარიზის საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრში „Cité des Arts“-ში საცხოვრებელი/სახელოსნოს. უცხო ქვეყნის კულტურული დაწესებულება (თეატრი, სახელოვნებო ცენტრი, მუსიკალური ცენტრები, სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები) უზრუნველყოფენ შერჩეული ხელოვანის ცხოვრების და/ან ტრანსპორტის ხარჯებს.

ხელოვანის პროექტისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის მდებარეობიდან გამომდინარე რეზიდენცია შეიძლება განხორციელდეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქში ერთდროულად და გაგრძელდეს მეორე ქალაქში.

რა დარგებს მოიცავს რეზიდენცია?

ყველა დარგს: არქიტექტურა, ვიზუალური ხელოვნება, სასცენო ხელოვნება, ქუჩის ხელოვნება/მარიონეტები, ციფრული ხელოვნება, კომიქსი, დიზაინი, ლიტერატურა; სახელოვნებო ხელობები; მუსიკა; კინო, ანიმაციური კინო, შემოქმედებითი დოკუმეტური კინო, გამოფენების კურატორობა.

ხელოვანს: 


- მოპოვებული უნდა ქონდეს ფინანსური მხარდაჭერა ერთი ან რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაციისგან

- დაკავებული უნდა იყოს საკუთარი პროფესიული საქმიანობით,
- საუბრობდეს ფრანგულად და/ან ინგლისურად,
- წარმოადგინოს მისი ადრეული ნამუშევრები,
- იყოს ავტონომიური რეზიდენციის მართვაში,
- გათავისუფლდეს საკუთარი პროფესიული საქმიანობისგან რეზიდენციის განმავლობაში, 
- ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. 


კანდიდატის დოსიე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. პროექტის აღწერა, რომელშიც სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი: ინფორმაცია ხელოვანის შესახებ, პროექტის სათაური, პროექტის მოკლე აღწერა, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, რეზინდენციის სასურველი თარიღები, ინფორმაცია ფინანსური მხარდამჭერისა და პარტნიორების შესახებ.

2. რეზიდენციის პროექტი (მაქს. 5 გვერდი)

3. Curriculum Vitae

4. პორტფოლიო, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, სტატიებს, ბმულებს, ვიდეო და აუდიო ფაილებს,

5. განცხადება, სადაც კანდიდატი ადასტურებს, რომ ის არის ერთპიროვნული ავტორი დოსიეში წარდგენილი ნამუშევრებისა (იმ შემთხვევაში თუ შექმნილია თანაავტორიბით, კანდიდატმა უნდა დაასახელოს თანაავტორების სახელები და მათი წვლილი ნამუშევრის შექმნაში.) კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ რეზიდენციის პერიოდში იგი გათავისუფლდება პროფესიული ვალდებულებებისგან.

6. ფინანსური მხარდაჭერის დამადასტურებელი წერილი, სადაც აღწერილი იქნება მხარდაჭერილი ხარჯების დეტალები (სამოგზაურო ხარჯები, საცხოვრებელი ხარჯები და ა.შ.), ამასთანავე უნდა დაასაბუთოს რატომ უჭერს მხარს ხელოვანს, აღწეროს როგორ შეუწყობს ხელს ხელოვანის ნამუშევრების პრომოციას რეზიდენციის დროსა და მისი დამთავების შემდეგ.

6. ინფორმაცია შესაძლო პოტენციური კონტაქტებისა და პარტნიორების შესახებ რომელიც შესაძლებელია დაამყაროთ ფრანგ ან უცხოელ ხელოვანებთან/პროფესიონალებთან

6. კანდიდატის ფოტო

7. ძალაში მყოფი პასპორტის ასლი

 

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!


გთხოვთ იხილოთ ამ ბმულზე რეზიდენციაში მონაწილეობის დეტალური პირობები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე

კანდიდატურის წარდგენა


კანდიდატურის დოსიე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული სახით მოთხოვნილი საბუთებით WORD და PDF ფორმატში
საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართზე: salome.murvanidze@institutfrancais.ge.



კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 10 აპრილი.